საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მსოფლიო ორგანიზაცია (IFRRO) მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მსოფლიო ორგანიზაცია (IFRRO) მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მსოფლიო ორგანიზაცია (IFRRO) მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
IFRRO-ს განცხადებით, იგი ეხმაურება საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში მიმდინარე პროცესებს და შეშფოთებას გამოხატავს ამ სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნისა და „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შესაძლო დარღვევის გამო.
IFRRO წარმოადგენს რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციას, რომელიც აერთიანებს საავტორო უფლებების ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია IFRRO-ს წევრია 2012 წლიდან.
განცხადებას, რომლითაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს, გიგა კობალაძეს მიმართავენ, უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებს იმ უფლებების მართვაზე, რომელთა მართვის უფლებამოსილებაც მინიჭებული აქვს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას და ამ წერილით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ასოციაციის მიმართ.
IFRRO-ს ჰყავს ერთი წევრი საქართველოში და ეს არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაცია წევრი გახდა 2012 წელს და ჩვენ, ორი ორგანიზაცია, ყოველთვის ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. 2015 წელს, IFRRO-ს ევროპის განვითარების კომიტეტი ჩატარდა თბილისში და, 2018 წელს, ჩვენ, ორმა ორგანიზაციამ ერთობლივი ძალებით აღვნიშნეთ “მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დღე” თბილისში.
დიდი ხნის წინ დაარსებული ორგანიზაცია, კერძოდ – ასოციაცია, დღეისათვის ერთადერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმატებით მართავს ავტორებისა და გამომცემლების რეპროდუცირების უფლებას; ამასთან, ანიჭებს დიდ იმედს ევროპის უფლების მფლობელებსაც და ასოციაცია ჩვენთვის ძალიან ახლო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. ასოციაციის დამსახურებით, საქართველო იმ 34 ქვეყანას შორისაა მსოფლიოს გარშემო, რომლებმაც მოახდინეს საჯარო თხოვების უფლების (Public Lending Right) იმპლემენტირება, რაც ასახულია ამ უფლების საერთაშორისო ვებგვერდზე: https://plrinternational.com/established ესეც, ასევე, წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ასოციაციას დიდი სამუშაო აქვს გაწეული საავტორო უფლებების დაცვისა და უფლების მფლობელებისათვის ჰონორარის ანაზღაურების მიმართულებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ერთი ფანჯრის პრინციპის მოდელი, რაც ასოციაციის შემთხვევაშია, ამტკიცებს, რომ ასეთი ფორმა არის სწორი იმ მიღწევების გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ჩვენი რჩევა იქნება, რომ შენარჩუნდეს ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოში: პარალელური ადმინისტრირების შესაძლებლობა ერთსა და იმავე უფლებებზე რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გამოიწვევს გაუგებრობას მოსარგებლეებში და ხელყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო უფლების მფლობელების დამსახურებული ჰონორარის მიღების შესაძლებლობას. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასოციაცია კვლავ გააგრძელებს მუშაობას იმპლემენტირების კუთხით ისეთ სეგმენტებში, როგორებიც არის” საგანმანათლებლო ლიცენზირება, საჯარო თხოვება, ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოების რეპროდუცირება და რეპროგრაფიული გამრავლება”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები