დღეს პრემიერ-მინისტრისგან გამოცდებს პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის დავალება მიიღეს-განათლების სამინისტრო

დღეს პრემიერ-მინისტრისგან გამოცდებს პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის დავალება მიიღეს-განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ დღეს პრემიერ-მინისტრისგან გამოცდებს პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის დავალება მიიღეს.

მისი თქმით, დავალების შესრულებას სამინისტრო ორშაბათიდან დაიწყებს.

“სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს”, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ.

მისივე თქმით, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.

რაც შეეხება იმას თუ რატომ არ არის ამ დრომდე საგამოცდო ცენტრები კონდიცირებით აღჭურვილი, მურღულია ამბობს რომ საპილოტე რეჟიმში მინისტის დავალებით, რუსთავში უკვე დადგმულია კონდინციონერები.
„პილოტირება საჭიროა, რადგან გაგრილების სისტემას თან ახლავს ხმაური და მაღალი ძაბვის მოხმარება, რასაც შესაძლოა, სკოლის სადენებმა ვერ გაუძლოს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები