უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას მხარს უჭერს-არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას მხარს უჭერს-არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას მხარს უჭერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალება.

მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციები დაწყებულია და როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-დან დაბრუნდება, უმრავლესობა საბოლოო კონსულტაციებს გამართავს.

“თუმცა მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, მხარს უჭერს, რომ ამ მედიასაშუალებისთვის გამოყოფილი დაფინანსება იყოს ეფექტიანად გამოყენებული და, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალება, ვინაიდან მას აქვს არა მხოლოდ ის ვალდებულება, რაც ზოგადად მაუწყებლებს აქვთ, არამედ მეტი სოციალური პასუხისმგებლობაც. ამიტომ უკეთესი ტექნიკური პირობები, გადაიარაღება, უკეთესი ინფრასტრუქტურა და უკეთესი პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არგუმენტები, რომლის გამოც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებას, კვლავ დღის წესრიგშია, ხოლო ვეტოსთან მიმართებაში მისივე თქმით, უმრავლესობა საბოლოო პოზიციაზე პარლამენტის თავმჯდომარის დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები