პრეზიდენტი-ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა

ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდა.
“ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი მექვაბიშვილი მზადაა, არასამთავრობო სექტორს შეხვდეს და საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხოს

13-14 სექტემბერს, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში თბილისის მერიის ორგანიზებით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიმართა

მოქალაქის ცემასა და მის მიმართ ძალადობის განხორციელებაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო -5000 ლარი შეეფარდა
