მეჭიაური-მე მოვითხოვ პარლამენტში კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ჩემს მიმართ მის ბრალდებებს.

მეჭიაური-მე მოვითხოვ პარლამენტში კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ჩემს მიმართ მის ბრალდებებს.

პოლიტიკაში ხან კოალიციები იქმნება, პარტიები ერთიანდებიან, იყოფენ თანამდებობებს, პოლიტიკაშიც არის ვაჭრობა და ეს მაინც და მაინც ფულად ანგარიშწორებას არ გულისხმობს. ადამიანი, რომელიც შენს გვერდით იდგა, მერე შენ მიგყავს და სადღაც ასაქმებ, მერე ახალია აქ რამე? თბილისშიც ასე არ ხდება ახლა? თანაგუნდელებისგან უნდა გადაიყვანოს თანამდებობაზე. მსოფლიოში ასეა, მთავარია დაუმსახურებლად არ მიიყვანო… მიყვანით ის [ზაქარია ქუცნაშვილი] მე მივიყვანე საოლქო კომისიაში და მერე აღარ მინდა საუბარი… ის ძალიან სწრაფად აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ბანაკში… რაც შეეხება იმას, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ზაქრომ დამნიშნა, ზაქრო თვითონ რიგითი დეპუტატი იყო. ამაზე უსუფაშვილმაც გასცა პასუხი. ერთადერთი სიმართლე, რაც მაგან თქვა, ისაა რომ ისინი [უსუფაშვილი, არეშიძე, ხვედელიძე] ცოცხლები არიან და მართლა ღმერთმა აცოცხლოს, დანარჩენი სულ ტყუილი. პოლიტიკურად ეს კაცი იძირება და ჩემით გინდათ ატივტივოთ? მე მოვითხოვ პარლამენტში კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის ჩემს მიმართ მის ბრალდებებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები