პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის გახსნაზე მიიღო მონაწილეობა და სიტყვითაც გამოვიდა.

კვირიკაშვილმა ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.

მისი თქმით, ვეტერანების გაკეთებული საქმე დღეს საქართველოში მშვიდად ცხოვრების საშუალებას აძლევს მოქალაქეებს.

“ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ მივუზღავთ ამ ადამიანებს იმას, რაც მათ გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის და სახელმწიფო იზრუნებს, რომ ამ მიმართულებით გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა. ჩემთვის ცნობილია, რომ მზადდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს სასწორზე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ნათელი მომავლისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა აქ მყოფ ვეტერანს კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა; ასევე, მათაც, ვინც აქ არ არის და, რა თქმა უნდა, ვუსურვო მათ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები