პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიები მუშაობას იწყებს

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიები მუშაობას იწყებს

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად 2 საკონკურსო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს ჰქონდეს მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.

„როგორც იცით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, პირველი მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება – პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურთა ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსები. უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და რომელში მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს მართმლსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდეს. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. უკვე ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები