“არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა”

“არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა”

არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, 2019 წლის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება გაგრძელდეს.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავი სისტემის შემდგომი რეფორმირება და ის, რაც დაწყებულია სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვისა და გამოძიების ხარისხის გაძლიერების თვლსაზრისით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის დემოკრატიზაციის, ასევე კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არანაირი ფასი არ ექნება კრიმინალის დამარცხებას, თუ ჩვენ არ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ 2020 წლისთვის უნდა გავაგრძელოთ რეფორმა, რომელიც დავიწყეთ – საგამოძიებო სისტემის რეფორმირების, რამეთუ მოხდეს გამოძიების ხარისხის გაზრდა შსს-სა და პროკურატურის საგამოძიებო კომპონენტების გამიჯვნის თვალსაზრისით“,– აღნიშნა გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები