“მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის”

“მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის”

აღმაშფოთებელია და ვფიქრობ სრული ლუსტრაციაა ის, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, პოლიტიკური პარტიების მიერ, სრულად მხარდაჭერილია.

აღმაშფოთებელია და ვფიქრობ სრული ლუსტრაციაა ის, რომ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა განსაკუთრებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ტაშითა და აღფრთოვანებით მიიღეს ის განცხადება, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, არავითარ რუკებზე ან რაიმე საკითხებზე რაც პროფესიონალურ ნაწილს ეხება საუბარი არ არის. ივერი მელაშვილი არის სრულად მხარდაჭერილი თავის განცხადებებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის პოლიტიკური პარტიების მიერ. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები