ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის უკან, შესაძლოა, იდგნენ არამხოლოდ ის ადამიანები, რომელთა გვარებიც უკვე გაჟღერდა, არამედ სხვებიც.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის უკან, შესაძლოა, იდგნენ არამხოლოდ ის ადამიანები, რომელთა გვარებიც უკვე გაჟღერდა, არამედ სხვებიც.
შესაბამისი განცხადება ლომჯარიამ, „TV პირველის“ ეთერში გააკეთა.
სახალხო დამცველი რამდენიმე მხარის ინტერესების თანხვედრაზე საუბრობს.
მისი თქმით, საუბარია ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეული საგამოძიებო ღონისძიებების ჩაუტარებლობასთან, როცა საჭირო იყო მათი განხორციელება.
„ამ საქმის უკან შეიძლება იყვნენ არამხოლოდ ის ადამიანები, რომელთა გვარებიც გაჟღერდა და მე მინდა ბატონ ზაზას დავპირდე, სადამდეც არ უნდა გავიდეს ეს საქმე, იქნებიან ესენი ფორმალური, თუ არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანები, დიდი ფინანსური რესურსის მქონე ადამიანები, ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ აქ რამდენიმე ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი – აქ არ არის საუბარი მხოლოდ მირზა სუბელიანზე, ვთქვათ, რომელიც შესაძლებელია, რაღაც დოზით დაინტერესებულიყო ამ საქმით, საუბარია რამდენიმე მხარის, მათ შორის, ინტერესების თანხვედრაზე“, -განაცხადა ლომჯარიამ.
მისი თქმით, ეს ეხება როგორც ბრალდებულების, ასევე, მათ ინტერესებსაც, რომელთაც ბრალი არ აქვთ წაყენებული.
„დღესვე შემიძლია გითხრათ, რომ მენაბდესთან და კალანდიასთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს, არ ვსაუბრობ მათ ბრალეულობაზე, მაგრამ გამოძიების მიმდინარეობაზე, – რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთებულიყო, თუნდაც მათი ჩვენებების მიცემის შემდეგ, ნამდვილად არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები“, -აღნიშნა ლომჯარიამ.
მსგავსი სიახლეები

გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის ინფორმაციით, გერმანიაში განიხილება კანონი ლეგალური შრომითი მიგრაციის წესებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, კავშირი „21-ე საუკუნეს” და UNFPA-ს პარტნიორობით, შეხვედრა გაიმართა
