ენდელაძე: თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა, გასულ 24 საათში 99 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა

თბილისში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
“აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მოიმატა შემთხვევების რაოდენობამ თბილისში, დღეს 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთში ახალი 59 პაციენტი გვყავს, სამეგრელო-ზემო სვანეთი 19, მცხეთა-მთიანეთი 10, დანარჩენ რეგიონებში არის ერთეულო შემთხვევები”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მოლდოველ და უკრაინელ სტუმრებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

რუსთავში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულებს შორის 5 არასრულწლოვანია – მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
