“ხან მთავრობის დაშლის თემას შემოაგდებენ, ხან სხვადასხვა სანქციის მოთხოვნას, რომ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება”

“ხან მთავრობის დაშლის თემას შემოაგდებენ, ხან სხვადასხვა სანქციის მოთხოვნას, რომ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება”

არსებობს ტერმინი, უზნეო პოლიტიკა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გვერევიან და ცდილობენ, ქვეყანას ისეთი ვითარება შეუქმნან, რაც საზოგადოებას გააღიზიანებს ხელისუფლების წინააღმდეგ, უზნეობის ეს ხარისხი არ მგონია რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკას ახასიათებდეს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპელი პარტნიორების მიმართ ოპოზიციის ნაწილის წერილს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმშია და მუქარის მოთხოვნა დასავლელი პარტნიორებისგან ახალი ამბავი არაა.

„ინდივიდუალური სანქციები, სანქციები სახელმწიფოს მიმართ, ეკონომიკის დესტაბილიზაცია, ინვესტიციების, ტურიზმის გზის ჩაკეტვა, ჩვეულებრივი მეთოდებია, რომელსაც ყოველდღიურად მიმართავენ. მაგრამ ერთი უნდა გავახსენო ყველას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება არ შედგა იმიტომ, რომ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ და ერთ-ერთის ლიდერმა ხელი არ მოაწერა. რასაც დღეს ვუყურებთ, საბოტაჟის რეჟიმია, რომელიც ჩვენი ოპოზიციის საქმიანობის და მომავლის ხედვის შინაარსს არ ცვლის. მხოლოდ დესტაბილიზაცია, რევოლუციური პროცესების განვითარება და საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი დახსნა – ამის ირგვლივ ტრიალებენ. ხან მთავრობის დაშლის თემას შემოაგდებენ, ხან სხვადასხვა სანქციის მოთხოვნას, რომ მუდმივად დაძაბულობაში ამყოფონ საზოგადოება”,– განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები