ირაკლი ღარიბაშვილი – ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ ქვეყანას, გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის ტრაგედია

ირაკლი ღარიბაშვილი – ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ ქვეყანას, გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის ტრაგედია

აგვისტოს ომიც რა იყო, თუ არა შეცდომა და ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ შენს ქვეყანას, გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა, მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის ტრაგედია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლნისში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, უნდა გვახსოვდეს წარსული, მაგრამ უნდა ვიყურებოდეთ მომავლისკენ და აღნიშნა, რომ მთავარი საზრუნავი და დღის წესრიგი არის მოსახლეობაზე ზრუნვა.

„ხალხი დაიღალა ამდენი დაუსრულებელი კინკლაობით და ერთმანეთის ლანძღვით. შევხედოთ, ჩვენი ოპონენტები რას გვიპირისპირებენ. მეგობრებო – არაფერს, გარდა პირადი შეურაცხყოფებისა. ვერც ამაში გვაჯობებენ, თუ მაინცდამაინც მოინდომებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ეს არ არის, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს და არის მოსახლეობაზე ზრუნვა, ქვეყნის გაძლიერება. ამიტომ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ყველას და ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა და სახელი დაერქმევა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და დღის წესრიგი, რომ მოსახლეობაზე ვიზრუნოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ მათთვის.

ჩვენ ბევრი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი შეცდომაც დავუშვით ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაწყებული 90-იანი წლებიდან, მოყოლებული დღემდე. აგვისტოს ომიც რა იყო, თუ არა შეცდომა და ამხელა პროვოკაციას რომ ვერ აარიდებ შენს ქვეყანას, შენს ხალხს, მერე გაიქცევი, მიწაზე ფორთხიალობ, როგორც ყოფილი პრეზიდენტი იქცეოდა და მიატოვებ შენს ჯარისკაცებს, ეს არის კატასტროფა, ტრაგედია, ჩვენი ტრაგედია და სირცხვილია, რადგან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხია. ერთის მხრივ, უნდა გვახსოვდეს წარსული, მაგრამ უნდა ვიყურებოდეთ მომავლისკენ. ჩვენ გვჭირდება ძლიერი განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები