პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პოლონეთში მიიწვია.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პოლონეთში მიიწვია.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პოლონეთში მიიწვია.

„პოლონეთი უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მხარს უჭერს მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ამ ტენდენციების განვითარებისა და გაძლიერებისაკენ იქნება მიმართული.

პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს ახასიათებს უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კავშირების მაღალი ინტენსიურობა, რაც ჩვენი საზოგადოების მოლოდინების თანახმად, მომავალშიც უნდა იქნეს შენარჩუნებული. გთხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო მიიღეთ ჩემი მოწვევა პოლონეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაძლო უახლოეს ვადაში. ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს საქმიანობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მსოფლიო დონეზე მისი პრესტიჟის ამაღლებისა და აგრეთვე ეკონომიკურ-სოციალური რეფორმების სასარგებლოდ, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება”, -ნათქვამია ანჯეი დუდას მილოცვის ტექსტში.

სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა საქართველოში აშშ-ის საელჩომ. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელის.

სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა მიულოცეს. ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ .

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები