გიორგი გახარია: ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ, ამის არც თვალყურის დევნების დრო და არც სურვილი გვაქვს

გიორგი გახარია: ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ, ამის არც თვალყურის დევნების დრო და არც სურვილი გვაქვს
ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ – ბოდიში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიტიკა რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა არ გვეშინია ამის შესახებ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
გახარიას თქმით,  მის მიმართ გამოთქმული სხვადასხვა მწვავე შეფასება მას არ აინტერესებს.
„ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა გვებრძოლოს ჩვენ. მე არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე, მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. ახლა ჩვენ როდესაც ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ – ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და სიმართლე, რომ გითხრათ არც დიდი სურვილი. ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ – ბოდიში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიტიკა რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა არ გვეშინია.  ჩვენ თუ ამაზე მგრძნობიარე გავხდით, მერწმუნეთ, რომ ბევრ დროს დავკარგავთ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები