ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროები დღეიდან იცვლება

ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროები დღეიდან იცვლება

ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროები იცვლება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სარეალიზაციო პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან იქნება 23:00 საათიდან 04:00 საათამდე“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

გიორგი ღიბრაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განაგრძობს თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას, რათა ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება; კიდევ ერთხელ მივმართავთ მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აღსანიშავია, რომ დღეიდან საქართველოში სახმელეთო საზღვრებიც იხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები