გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე N1 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, ბაღიდან ორი კომპიუტერი და ტელევიზორია წაღებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 5-წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს.
მომხდარის გამო, საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ანზორ კიკვაძე 68 წლისაა. რამდენიმე წლის წინ გადატანილი ინსულტის შემდეგ, მას გადაადგილება უჭირს, ცალი ხელი პარალიზებული აქვს და ვერ ამოძრავებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის უკან, შესაძლოა, იდგნენ არამხოლოდ ის ადამიანები, რომელთა გვარებიც უკვე გაჟღერდა, არამედ სხვებიც.
