გაზრდილი ნაკადის გამო, თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

გაზრდილი ნაკადის გამო, თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 13 აგვისტოს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატარებელში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

ბილეთები უკვე გაყიდვაშია. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები