ყატარის ავიახაზები ფასდაკლებებს გვთავაზობს.

ყატარის ავიახაზები ფასდაკლებებს გვთავაზობს.

ყატარის ავიახაზები გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას მოიგოთ მეგა პრიზები, გეძლევათ შანსი იმოგზაუროთ ყატარის ავიახაზების ნებისმიერი მიმართულებით უფასოდ ერთი წლის მანძილზე.
ასევე გთავაზობთ ეკონომიდან ბიზნეს კლასში დაწინაურებას და მრავალ სხვა პრიზს.

ყატარის ავიახაზები გაცნობებთ, რომ დღეიდან დაიწყო ‘’გლობალური მოგზაურობის ფესტივალი“, რომლის ფარგლებშიც მგზავრებს ვთავაზობთ სპეციალური ფასდაკლებას როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასში ავიაბილეთების შეძენისას. ასევე გეძლევათ უნიკალური შანსი მოიგოთ სხვადასხვა პრიზებიდან ერთ – ერთი, მათ შორის უფასო მგზავრობა ყატარის ავიახაზების ნებისმიერი მიმართულებით ერთი წლის განმავლობაში.

2017 წლის 12 დან 19 სექტემბრის ჩათვლით აქციის ფარგლებში გეძლევათ შანსი მიიღოთ 20 % მდე ფასდაკლება ეკონომსა და ბიზნეს კლასში, ასევე მეტი ფასდაკლება კომპანიონთან ერთად მგზავრობისას ბიზნეს კლასში და ეკონომ კლასში 3 და მეტი მგზავრის ერთად მგზავრობის შემთხვევაში.
ასევე გთავაზობთ სხვა მრავალ პრიზებს, როგორებიცაა: ჩვენს ლოიალურ კლუბში გაწევრიანება პლატინუმ სტატუს ბარათის მიღებით. ეკონომიდან ბიზნეს კლასში დაწინაურება და ასევე 3 ღამე სასტუმროში ‘’ Marsa Malaz The Pearl Kempinski hotel Doha’’…

ყოველდღიურად გათამაშდება შემდეგი პრიზები: 100, 000 ბონუს მილი (Q miles) ბიზნეს კლასში და 50 000 ბონუს მილი (Q miles) ეკონომ კლასში, სტატუსის ამაღლება, ყატარის დუტი ფრის სასაჩუქრე ვაუჩერები და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯის მოსაწვევები.

აქციის ფარგლებში ასევე გთავაზობთ სპეციალურ ტარიფებს 2 მგზავრის ერთად მგზავრობის შემთხვევაში ბიზნეს კლასში და 3 მგზავრის ერთად მგზავრობის შემთხვევაში ეკონომ კლასში.

იმისთვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგრვერდს qatarairways.com, ყატარის ავიახაზების გაყიდვების ოფისს, ან თქვენთვსი სასურველ უახლოეს ტურისტულ სააგენტოს.

ყატარის ავიახაზების ბიზნეს კლასი მსოფლიოში განთქმულია თავისი კომფორტითა და მომსახურების უმაღლესი დონით. 2017 წლის Skytrax-ის მსოფლიო ავაიკომპანიების დაჯილდოვებაზე, ყატარის ავიახაზებს მიენიჭა საუკეთესო ბიზნეს კლასის და ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯის ჯილდოები.

ყატარის ავიახაზები მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა, რომელიც 195 თანამედროვე საჰაერო ხომალდით ასრულებს ავიარეისებს მსოფლიოს 150-ზე მეტი მიმართულებით.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები