ეკატერინე ტიკარაძე – ამ კუთხით მე საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი

ეკატერინე ტიკარაძე – ამ კუთხით მე საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი

ვაქცინაციის ბოლო მაჩვენებლები მოსალოდნელზე უფრო მაღალია, ამ კუთხით საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

„მე არ ვიტყოდი, რომ ვაქცინაციის ტემპი მაღალი არაა. ერთი კვირაზე მეტია, ყოველდღიურად 20000-ზე მეტი ადამიანი იცრება, ბოლო მაჩვენებელი იყო 23000. ეს არის იმაზე მაღალი ციფრი, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით თავიდან, როდესაც ვაქცინაციის პროცესს ვიწყებდით და ამ კუთხით მე საზოგადოებას ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებდი. საზოგადოების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის. მოვუწოდებ მათ, ამ პროცესში ჩართონ თავიანთი მეგობრები და ნათესავები, რომლებიც ჯერჯერობით არ აცრილან“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები