ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებს წელს 400 პირველკლასელი შეუერთდა. ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე კი ქალაქის ყველა სკოლას ესტუმრა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
„მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას მივულოცო. წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ ყველა მოსწავლესა და პედაგოგს. ჩვენ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს შევუქმნათ ბევრად უკეთესი გარემო სკოლებში, რათა მათ ცოდნის მიღებისთვის ყველა საჭირო პირობა ჰქონდეთ“, – განაცხადა სიორიძემ.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

“ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით, ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა”

“ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა” – ფრაზის გამოყენების გამო საქართველოს სამეფო სახლი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს
