“დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს”

“დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს”

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს იდენტობა, გერბსა და ჰიმნთან ერთად, ამ სიმბოლიკაშია გადმოცემული.

„14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. საქართველოს იდენტობა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, ამ სიმბოლიკაშია გადმოცემული. დროშა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ღირსებასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გამოხატავს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს“, – წერს ირაკლი კობახიძე.

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები