გიორგი კვირიკაშვილი-დავოსის ფორუმი ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველა ფორუმიდან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგები

გიორგი კვირიკაშვილი-დავოსის ფორუმი ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველა ფორუმიდან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგები

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვიდა, აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა საქართველოს პროგრესი და სისწორე იმ მიმართულებისა, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული.

„ეს აღინიშნა, როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აბსოლუტური ერთობა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ნამდვილად მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდაა დავიწყოთ პრაქტიკულად ნაყოფის მოკრეფა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან და დარწმუნებული ვარ, ამის შედეგები იქნება ძალიან აშკარა, რომელსაც ყველანი დავინახავთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან გამართულ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.

„ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, ან თუნდაც ჩავარდნების, რომელთა განვითარება აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდებოდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დღეიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებასა მოიპყრობს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით. ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა უწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით იმ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები