“ბოდიში ბევრი რამის გამო აქვთ მოსახდელი”

“ბოდიში ბევრი რამის გამო აქვთ მოსახდელი”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კარგია, თუ უგულავამ თავისი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, მისივე თქმით, თუ ის და სხვა ოპოზიციონერები საკუთარ განცხადებებს გადახედავენ, ბოდიში ბევრი რამის გამო აქვთ მოსახდელი, მათ შორის, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხის შესახებ.

ირაკლი ქადაგიშვილისვე განცხადებით, გიგი უგულავას განცხადებაზე სახალხო დამცველი უფრო ფართო და მკაცრ განმარტებას უნდა აკეთებდეს.

„კარგია, თუ უგულავამ შეცდომა აღიარა. თუ უგულავა და სხვა ოპოზიციონერები თავის განცხადებების ტონს, მიმართვას და მოწოდებებს გადახედავენ, დაინახავენ, რომ ბოდიში ბევრ რამეზე აქვთ მოსახდელი. მათ შორის, საზოგადოების წინაშე იმაზე, რომ 35 დღე კარგად იცოდნენ, მაგრამ მიზანმიმართულ ტყუილს ავრცელებდნენ, რომ სააკაშვილი ცუდ მდგომარეობაში იყო. სახალხო დამცველი უგულავას განცხადებაზე უფრო ფართო და მკაცრ განმარტებას უნდა აკეთებდეს, თავის ფუნქციებს რომ ასრულებდეს და მხარე არ იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები