მინაშვილი ამბობს, რომ დღეს ვენეციის კომისიის დასკვნა ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით, მკაცრი და კრიტიკული იქნება.
„მთავარ საკითხზე, რომელზეც იყო საუბარი და ეს არის, როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული თუ მაჟორიტარული, ამ მიმართულებით ვენეციის კომისიას აქვს ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ არჩევნები უნდა იყოს პროპორციული წესით, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება. ჩვენ გვახსოვს ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის, თავმჯდომარის განცხადება, რომ ვენეციის კომისია არის იმედგაცრუებული ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ უპრეცედენტო თაღლითობა ჩაიდინა მაშინ ხელისუფლებამ. ვენეციის კომისიაში გააგზავნა სხვა დოკუმენტი და საბოლოოდ განსახილველად გამოიტანა აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი,“ – განაცხადა „ენმ“-ის წევრმა აკაკი მინაშვილმა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

კახა კუჭავა – კარგია, რომ პარლამენტში შემოხვედით, თუმცა ასევე აუცილებლად ვთვლი, ხელი მოაწეროთ ამ დოკუმენტს
