არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს დიდ გამარჯვებას უწოდებს. როგორც მან აღნიშნა, სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის.
მან, ასევე, იუსტიციის სამინისტროს გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გადაწყვეტილებამ, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპენსაცია დააკისრა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის და ვისაც მეტი ძალა აქვს, იმას ყველაფერი არ გაუვა.
იუსტიციის სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია და ეს მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დაასრულა, რისთვისაც მადლობას იმსახურებს!”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
მსგავსი სიახლეები

რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, საქართველოსთვის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია – მამუკა ბახტაძე

კახა კალაძე: გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას
