გიორგი კვირიკაშვილი-თბილისისთვის კახა კალაძის მერობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

გიორგი კვირიკაშვილი-თბილისისთვის კახა კალაძის მერობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თბილისისთვის კახა კალაძის მერობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

მან დავით ნარმანიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც მოხდება. რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრად დარჩება და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე უფლებამოსილების შესრულებას ორშაბათიდან შეუდგება.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები