“28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის “პიარული“

“28 წლის ბიჭი მოკლეს წამებით, ყელი გამოჭრეს და ამაზე ბრალდებული სააკაშვილი გვითითებს, რომ ეს არის “პიარული“

“28 წლის ბიჭი მოკ­ლეს წა­მე­ბით, ყელი გა­მოჭ­რეს, ეს დას­ტურ­დე­ბა ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და ამა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლი გვი­თი­თებს, რომ ეს არის “პი­ა­რუ­ლი“, – ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც სან­დრო გირ­გვლი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ამას­თან, პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, 7 ნო­ემ­ბრის საქ­მეს სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ნი­ა­კა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა უწო­და, “საქ­მეს, რო­მელ­საც 100 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს, რო­მელ­თა­გან დღეს ბევ­რი უკვე ცო­ცხა­ლიც აღარ არის“.

“ჩვე­ნი გან­სა­ხილ­ვე­ლი საქ­მე სა­სა­მარ­თლოს კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ პირ­ველ რიგ­ში, გირ­გვლი­ა­ნის საქ­მეს ეხე­ბა. იმი­ტომ, რომ გა­ა­შუ­ქა “ტე­ლე­ი­მედ­მა“ ეს საქ­მე, ამი­ტომ და­არ­ბი­ეს. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე დღეს მო­ვის­მი­ნეთ, რომ არის მო­გო­ნი­ლი და “პი­ა­რუ­ლი“ საქ­მე“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

“28 წლის ბიჭი მოკ­ლეს წა­მე­ბით, ყელი გა­მოჭ­რეს და ეს დას­ტურ­დე­ბა ჩვე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და ამა­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი გვი­თი­თებს, რომ ეს არის პი­ა­რუ­ლი და შე­ი­წყა­ლა მან მკვლე­ლე­ბი, რომ დამ­კვე­თე­ბი და დათა ახა­ლა­ია და მა­ნი­ა­კე­ბი არ ემ­ხი­ლა. ეს იყო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე და ერთი სა­ა­თი გვი­წევს იმის მოს­მე­ნა, რომ ეს საქ­მე “პი­ა­რუ­ლია” და არ არ­სე­ბობს და ჩვენ ვყო­ფილ­ვართ მა­ნი­ა­კე­ბი, რომ 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ. ათო­ბით, ასო­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებს, მათ აინ­ტე­რე­სებთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი და არა პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ზუნ­გე­ბი და სა­ნა­ხა­ო­ბის მო­წყო­ბა. ჩვენ მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ვად­გი­ნოთ. ად­ვო­კა­ტე­ბის მხრი­დან ხელ­შეშ­ლით, რომ არ მო­ის­მი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგ­ვიშ­ლის. ვერც ნიკა გვა­რა­მი­ას მუ­ქა­რე­ბი და სხვა ვერ დაგ­ვაბ­რკო­ლებს. ჩვენ უარს არ ვამ­ბობთ მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და ნება იბო­ძეთ მო­უს­მი­ნეთ ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

თუ გინ­დო­დათ, რომ თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა იმ შე­კი­თხვებ­ზე, რაც არ­სე­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ. ბრალ­დე­ბულ­მა ეს არ ისურ­ვა და და­ტო­ვა დარ­ბა­ზი. მე მინ­და ამა­ზე ხაზ­გას­მა გა­ვა­კე­თო, რომ თქვე­ნი მსგავ­სი დესტრუქ­ცი­უ­ლი გა­მოს­ვლე­ბი და ჩვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა მა­ინც ვერ შე­ა­ჩე­რებს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცესს. ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ამ პრო­ცეს­ზე თუ არა სხვა პრო­ცე­სებ­ზე მა­ინც წარ­მო­ვად­გენთ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­უ­წევს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მინ­და კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვა პა­ტი­ვის­ცე­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მართ და მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის“, – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები