კახეთში, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

კახეთში, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

კახეთში, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ა.ნ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ნ.-მ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში მოქალაქის კუთვნილი მანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არასრულწლოვანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები