ზაფხულში სამაშველო სამსახური საზღვაო კურორტებზე მონიტორინგს დრონებითაც განახორციელებს

ზაფხულში სამაშველო სამსახური საზღვაო კურორტებზე მონიტორინგს დრონებითაც განახორციელებს

ზაფხულში სამაშველო სამსახური საზღვაო კურორტებზე მონიტორინგს დრონებითაც განახორციელებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

“მიმდინარეობს სამაშველო ჯგუფებისთვის აღჭურვილობის კუთხით მუშაობა. მოგეხსენებათ, მთასა თუ ზღვისპირეთში საკმაოდ ბევრ ტურისტს ველოდებით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ სამაშველო ჯგუფებმა არამარტო ტრადიციული მეთოდები გამოიყენონ მუშაობაში, არამედ წელს პირველად გამოჩნდება მათ სარგებლობაში დრონები, რომლის საშუალებითაც ზღვისპირეთში ვითარების მონიტორინგი უფრო ეფექტურად მოხდება. გარდა ამისა, საუბარია თანამედროვე აღჭურვილობის საჭიროებაზე, იგივე სამთო-სამაშველოებისთვის თოვლმავალებზე, თხილამურებსა და სპეციალურ ეკიპირებაზე. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტური სამთო-სამაშველო დანაყოფები უნდა გვყავდეს, რათა ხელი შევუწყოთ სამთო ტურიზმს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები