დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ გამწვანების აქცია გამართეს

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და ისრაელის საელჩომ გამწვანების აქცია გამართეს

დედამიწის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გია ყანჩელის სახელობის, ყოფილ არტოს ბაღში, ისრაელის საელჩოს ინიციატივით, სხვადასხვა სახეობის 15 ძირი, 3 მეტრზე მაღალი ხე დაირგო.

გამწვანების აქციაში თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია და ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რან გიდორი მონაწილეობდნენ.

„მოხარული ვარ, შევუერთდე ისრაელის ელჩის ინიციატივას. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, არტოს ბაღს დაერქვა გია ყანჩელის სახელი და მუნიციპალიტეტი ახლო მომავალში გეგმავს ამ პარკის რეაბილიტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ახალი მწვანე ნარგავების გაჩენა და ბევრი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ. მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია კერძო პირების მხრიდან, რათა წახალისდეს და ხელი შეეწყოს გამწვანებას“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

გამწვანების აქციაში მონაწილება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ პაატა ტოგონიძემ და მოხალისეთა ჯგუფმაც მიიღეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები