შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა მინისტრის სამივე მოადგილემ – შალვა ხუციშვილმა, მერაბ მალანიამ და დავით ვარდიაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალადაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსმა რამაზ თარაშვილმა.

სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებენ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი დავით ნატრიაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი. ამასთანავე, სავარაუდოდ, ვაკანტური გახდება სამხარეო პოლიციის უფროსების პოსტებიც.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები