სალომე ზურაბიშვილი: ყველა კანონი, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“, შესრულებული უნდა იყოს

სალომე ზურაბიშვილი: ყველა კანონი, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“, შესრულებული უნდა იყოს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მის ადმინისტრაციაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაცული იქნება. როგორც მან აღნიშნა, ის კანონის უზენაესობის გარანტორი იქნება.
„როგორც პრეზიდენტის, ჩემი პოზიციაა, რომ მე ვარ გარანტორი კანონის უზენაესობის. ყველა კანონი, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“, შესრულებული უნდა იყოს. როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი და მყავდა იგივე მოადგილე, საუბარია ლაშა ჟვანიაზე, ჩვენ სამინისტროში განვახორციელეთ რეორგანიზაცია და კონკურსის საფუძველზე ავიყვანეთ თანამშრომლები, ეს არის საჯარო სამსახურის კანონი და ჩემს ადმინისტრაციაში ეს დაცული იქნება“, – განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები