საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის” მიერ გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე კადრების გასაჯაროებას და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციაზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები, სადაც გიორგი მღებრიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციაზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები