საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ხატიძე თბილისის მერიას და მეტროს თანამშრომლებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. მისი თქმით, დასაფასებელია, როცა მხარეები ერთმანეთს შორის ნდობას უფრთხილდებიან.

“მეტროს მემანქანეთა გაფიცვამ, ქალაქის მერის სახელმწიფოებრივმა პოზიციამ და შეთანხმებამ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში დემოკრატია რეალურად მუშაობს. მისასალმებელია, რომ მეტრო ამუშავდა. დასაფასებელია, როცა მხარეები ერთმანეთს შორის ნდობას უფრთხილდებიან”,- განაცხადა ხატიძემ.

დედაქალაქში მეტრომ მუშაობა განაახლა. მერიამ მემანქანეებს მისცა პირობა, რომ  ხელფასების გაზრდის საკითხს 2019 წელს დაუბრუნდებიან.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები