მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები ვიხილო. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის

მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები ვიხილო. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის

მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები ვიხილო. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მისი თქმით, მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით. “ჩვენთვის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო; განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტი ორნახევარჯერ გავზარდეთ. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები ვიხილო. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით. განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები. ამ პროცესში, ასევე ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, USAID, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და თითქმის ყველა დონორი, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უდიდესი შრომა გასწია და ასეთი მასშტაბური რეფორმა წარმოგვიდგინა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები