“სააკაშვილის ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი დესტაბილიზაციის შემოტანა იყო”

“სააკაშვილის ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი დესტაბილიზაციის შემოტანა იყო”

სააკაშვილის ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი დესტაბილიზაციის შემოტანა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვფიქრობ სააკაშვილის ყველა ქმედებით ცხადად ჩანს რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი, წინაპირობებიც ასეთი იყო შექმნილი. რა საკვირველია, მას უნდოდა დესტაბილიზაციის შემოტანა. უნდოდა შეექმნა გარემოებები, რომლებიც მას მისცემდა საშუალებას უკანონო გზებით, კვლავ მოეპოვებინა ხელისუფლება. საქმე გვაქვს ხალხთან, რომელთათვისაც მიზანი ამართლებს საშუალებას. მიზანი არის ხელისუფლებაში მოხვედრა იმ ფონზეც, როდესაც ამას ამომრჩეველი არ ინებებს, ძალადობით მოხვედრა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები