შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.

სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.

“ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ერთიანი ნაციონალური მორაობის“ წევრმაი, თინათინ ბოკუჩავამ დღეს ცესკოსგან ისნის მეხუთე ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნინო ნიკურაძის გათავისუფლება მოითხოვა. ბოკუჩავას თქმით, ნიკურაძე ძალოვანი უწყების, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, რაც საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევაა. ბოკუჩავამ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც აღნიშნული უბნის მდივანი, ამ ინფორმაციას ადასტურებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები