“განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ, მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა”

“განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ, მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განაჩენით, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მოსამართლემ გამოიტანა, დადასტურდა დანაშაულის არსებობა.
რაც შეეხება დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, პაპუაშვილის თქმით, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება, არამედ, სამართლებრივი საკითხია და მას შემდეგ, რაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარმოადგენს, საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.

“განაჩენი, რომელიც მოვისმინეთ, მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე. საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს. ჩვენ სამართლებრივ დასკვნას ვნახავთ, რომელსაც წარმოადგენს საპროცედურო კომიტეტი და აქედან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. უნდა დაველოდოთ საპროცედურო კომიტეტს, ვინაიდან ეს არის სამართლებრივი პროცედურა, ეს არ არის პირადი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით მისაღები გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები