გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ გვექნება ეფექტური გზავნილები ყველა სახელმწიფოს მიმართ

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ გვექნება ეფექტური გზავნილები ყველა სახელმწიფოს მიმართ

ჩენ გვექნება ეფექტური გზავნილები ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც მეტად გაიზრდება მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მით უფრო შემცირდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დრო.

„ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური, რაც უფრო მეტად გაიზრდება მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მით უფრო შემცირდება დრო საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნატოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები