დეპუტატებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ოჯახების კომპენსაციებზე იმსჯელეს

დეპუტატებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ოჯახების კომპენსაციებზე იმსჯელეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას დაღუპული ტყის მცველების, მეტყევეებისა და რეინჯერების ოჯახის წევრებისთვის ყოველთვიური კომპენსაციის დანიშნვაზე იმსჯელეს.

დღეს ამ პროექტის შესახებ პირველი მსჯელობა გაიმართა. ინიციატივის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის ან მუშაობის დროს მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი იმ პირის ოჯახს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული რომელიმე უწყების თანამშრომელია, ყოველთვიურად 1000-ლარიანი კომპენსაცია უნდა დაენიშნოთ. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში ის ძალაში 2018 წლის 1 ივნისიდან შევა.

ცვლილების ინიციატორთა ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა ეროვნული სატყეო სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 თანამშრომელი. კერძოდ, 2011 წელს – 1 თანამშრომელი, 2012 წელს – 1 თანამშრომელი, 2016 წელს – 2 თანამშრომელი და 2017 წელს – 1 თანამშრომელი.

წყარო:imedinews.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები