“დამნაშავეები გააგრძელებენ ციხეში პატიმრობის მოხდას, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“

“დამნაშავეები გააგრძელებენ ციხეში პატიმრობის მოხდას, სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“

„დამნაშავეები გააგრძელებენ ციხეში პატიმრობის მოხდას. თუ ვინმე ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სამართალდამცველებს ამაზეც ექნებათ რეაგირება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციების გამართვითა და გაჟღერებული განცხადებებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, ლიდერს დაანახონ, რომ არ ტოვებენ.

პატიმარ სააკაშვილს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე აქვს პატიმრობა მისჯილი. ის გააგრძელებს ამ პატიმრობის მოხდას. როგორც იცით, სისხლის სამართლის ახალი საქმეა წამოწყებული, რომელიც საზღვრის უკანონოდ კვეთას გულისხმობს. შესაბამისად, მის პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია. ისინი ცდილობენ, საკუთარი ლიდერის წინაშე გარკვეული ვალი მოიხადონ და დაანახონ, რომ მას არ ტოვებენ, მაგრამ, რეალურად, შედეგი ვერ დადგება, რადგან ესაა სამართლებრივი ქვეყანა, ის უფუძნება კანონის უზენაესობას და თუ დანაშაულია და სასამართლოს გადაწყვეტილებაა ძალაში შესული, ის მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც მისჯილი აქვს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები