2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა.

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა.

2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე წლის საუკეთესო სპორტმენის დაჯილდოების გარდა, სესიის დელეგატებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

დეკემბერში ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. მან შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები