გიორგი ცინცაძის ტრავმა – როდის დაუბრუნდება კალათბურთელი გუნდს

გიორგი ცინცაძის ტრავმა – როდის დაუბრუნდება კალათბურთელი გუნდს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, გიორგი ცინცაძემ, გუშინ ლიტვასთან შეხვედრისას ტრავმა მიიღო, თუმცა საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა.

თელ ავივის კლინიკაში გიორგი ცინცაძეს ნატკენ ფეხზე შესაბამისი დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ექიმების დასკვნით, დაზიანება არ არის სერიოზული. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ცინცაძე ვარჯიშს, ან თამაშს. ეს დამოკიდებულია აღდგენის პროცესზე, თუ რამდენ ხანში ჩადგება მწყობრში ამობრუნების შედეგად ნატკენი ფეხი.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ევრობასკეტი გამარჯვებით დაიწყო.
თელ-ავივ არენაზე საქართველის კალთბურთელთა ნაკრებმა უძლიერესი მეტოქე, ლიტვა დაამარცხა.
დაძაბული მატჩი ანგარიშით 77:79 დამთავრდა.
შეხვედრის ფავორიტად ლიტვა მიიჩნეოდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ღირსეულად გაიმარჯვეს.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები