საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი იზრდება. მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში ობიექტის მეპატრონეს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გამოსწორებას ჯარიმის გადახდა ურჩევნია, ამიტომ სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმა 1000%-თაც კი გაიზარდა.
„კანონის მიღების შემთხვევაში, სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე. ეს იქნება სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კლუბები, საცხობი ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. მოქმედი კანონით არაადეკვატურად დაბალი ფულადი ჯარიმებია. რიგ შემთხვევებში ობიექტების მეპატრონეებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები, ვიდრე გამოასწორონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში 1000%-თაც კი გავზარდეთ ფულადი ჯარიმები და ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ეფექტს გამოიღებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ჩვენი შვილების სიკვდილმა შესაძლოა საქართველოს სხვა მოქალაქეების სიცოცხლე დაიცვას და გადაარჩინოს ოჯახები ახალი უბედურებისგან-ოთხოზორიას დედა
