თუმცა, პროკურორი არ აკონკრეტებს რამდენი პირია დაჭრილი.
“დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომლითაც დადასტურებულია, რომ თავიანთი მოქმედებების შედეგად დადგა ორი არასრულწლოვნის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაჭრილებს, დგინდება რა გარემოებებში მიიღეს მათ ჭრილობები”, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეზე დაკითხულია 120-მდე პირი და ჩატარებულია ექსპერტიზები. პროკურორი არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოძიება არაობიექტურად და არასრულფასოვნად ჩატარდა.
ზვიად ფხაკაძე არ გამორიცხავს, გამოძიების პროცესში ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი – ინციდენტიდან მეორე დღეს.
წყარო:pia.ge