კახა კუჭავა – ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი

კახა კუჭავა – ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი

ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

კახა კუჭავა „ქართული ოცნების“ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ეს პერიოდი, საკმაოდ რთული გახლდათ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის გარეთ განვითარებული პროცესებით. ამ ხნის განმავლობაში ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა დაიწყოს გაერთიანება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ვულოცავ, ჩემს მეგობარსა და კოლეგას, შალვა პაპუაშვილს და ვუსურვებ წარმატებას!“, – წერს კახა კუჭავა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები