კახა კალაძემ ზოოპარკთან და ცირკთან მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა(იხ.ვიდეო)

კახა კალაძემ ზოოპარკთან და ცირკთან მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა(იხ.ვიდეო)

კახა კალაძემ ზოოპარკთან და ცირკთან მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა. თბილისის არჩეული მერის განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. კახა კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება დაავალა.

„მიწისქვეშა გადადასვლელებში არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ძალიან მძიმე ვითარებაა. „თბილსერვისის“ ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო, რომ დღესვე დაიწყოთ სამუშაოების შესრულება – მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა და განათება, რადგან აღარაფერი არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილება კომფორტულად შეეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებული, ან იჯარით არის გაცემული. კალაძემ განმარტა, რომ თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელების ერთიანი სტანდარტი უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია მიწისქვეშა სივრცე მოიხატოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები