ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეების შეფასებით, ურთიერთობის განვითარების დინამიკა მზარდია, რასაც მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც ადასტურებს.
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით, მეგობრობის ჯგუფების მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობა.
ირაკლი კობახიძემ რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ადა მარშანია-“ჩვენი მესამე შეხვედრა რუსეთში არ არის ბატონ პუტინთან, ეს ჯერ ნაადრევია, არც არის ჯერ აუცილებელი. ეს შეიძლება შორიახლო მომავალში”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკას ეწვევა

მოქალაქის ცემასა და მის მიმართ ძალადობის განხორციელებაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო -5000 ლარი შეეფარდა
