გერმანიის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი: 25 წელში საქართველო რაკეტის სიჩქარით განვითარდება

გერმანიის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი: 25 წელში საქართველო რაკეტის სიჩქარით განვითარდება

გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, მთლიანობაში განიხილებოდა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) 247 მილიონი ევროს ღირებულების ორმხრივი პროექტები. საქმე ეხება, როგორც შეღავათიან სესხებს, ასევე გრანტებს. ამასთან, საქართველო მომავალი წლების განმავლობაში რეგიონალურ პროექტებში, განსაკუთრებით გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) პროექტებში, მონაწილეობას მიიღებს 25,9 მილიონი ევროს ოდენობის თანხით. ეს რეგიონალური პროექტები სარგებელს მოუტანს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს.

სამთავრობო კონსულტაციები, რომლებიც ყოველ ორ წელიწადში იმართება, წელს ბერლინში საქართველო-გერმანიის წლის ფონზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილეც აღინიშნება.

„25 წელში ჩვენ აღარ დაგვჭირდება საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობა, რადგან საქართველო რაკეტის სიჩქარით განვითარდება“ – ამ გამამხნევებელი სიტყვებით გამოხატა გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ბიოგემან- ჰაგედორნმა აღმოსავლეთ ევროპის „რეფორმების ჩემპიონის“ დაფასება და აღიარება.

გარდა ამისა, შეთანხმდა დამატებითი დახმარება, პროფესიული განათლების დუალური სისტემის ხელშეწყობისათვის. საქართველოს მთავრობის ოთხი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი პროფესიული განათლების სისტემის რეფორმაა. ამჟამინდელ ხელშეწყობას, რომელიც GIZ-ის მიერ ამ სფეროში ხორციელდება, მომავალში ფინანსური თანამშრომლობის გარდა საინვესტიციო სახსრებიც დაემატება.
მომავალი თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მხარეები შეთანხმნენ განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობის ახლებურად ორგანიზებაზე: კონცენტრაცია გაკეთდება სამ პრიორიტეტზე, მეტი ყურადღება დაეთმობა GIZ-ის და KfW-ის პროექტებს შორის კოოპერაციას და გაფართოვდება რეგიონალური თანამშრომლობა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები